The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე

დავით ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:1867
გარდაცვ. თარიღი:1959  (92 წლის ასაკში)
კატეგორია:ფტიზიატრი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ზეინდარში (ვანის რაიონი). 1894 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ლაილაშში სოფლის ექიმად, სოფელ ბაღდადში საავადმყოფოს გამგედ, თბილისის რევოლუციამდე ჯანმთელობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, თბილისის ქალაქის პირველი საავადმყოფოს უფროს ორდინატორად, ქუთაისში ექიმ-ფტიზიატრად, პატარა ცემში სანატორიუმის დირექტირად, კურორტ წყალტუბოს დირექტორად და სხვა. მუსიკოსის ქეთევან ლორთქიფანიძის მამა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1915-)