The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძე

ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი:1890
გარდაცვ. თარიღი:14 ნოემბერი, 1937  (47 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰიგიენისტი

ბიოგრაფია

  დაიბადა ქ. ქუთაისში. 1914 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის სანიტარულ-ჰიგიენური ინსტიტუტის დირექტორი. სანიტარული სტატისტიკის ფუძემდებელი საქართველოში.

  გაასამართლეს: პარტიულობა: წარსულში - ესერების (სოციალისტ-რევოლუციონერების) პარტიის წევრი 1905 წლიდან. 
ნასამართლობა: კ/რ საქმიანობისთვის რეპრესირებული იყო 1922 და 1924 წელს კონტრრევოლუციური საქმიანობის გამო. ბრალად ედებოდა: რომ 1933 წელს მეთაურობდა ესერების კ/რ იატაკქვეშა ორგანიზაციას, შევიდა ინტერპარტიული კომიტეტის შემადგენლობაში, რომელიც ხელმძღვანელობდა საქ.-ში მომქმედ ყველა კ/რ, ტერორისტულ, დივერსიულ-მავნებლურ და ჯაშუშურ ანტისაბჭოთა პარტიების საქმიანობას. სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია, სხდომის თარიღი: 11/13/1937, დახვრეტის თარიღი: 11/14/1937