The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კონსტანტინე ტარიელის ძე ლორთქიფანიძე

დაბადების თარიღი:28 ოქტომბერი, 1865
გარდაცვ. თარიღი:26 აგვისტო, 1939  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედიის რაიონი). 1893 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. შრომის გმირი (1928). ცნობილი თერაპევტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ექიმად დიდი ჯიხაიშის სოფლის ქსენონში, ბაქოში საავადმყოფოს ორდინატორად, თბილისში მიხეილის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების გამგედ, თბილისის ქალაქის I საავადმყოფოს მთავარ ექიმად. აღსანიშნავია მისი შრომები მუცლის ტიფის, ტუბერკულოზის, მალარიის, ღვიძლის აბსესის, აორტის ანევრიზმების, კუჭის სეკრეციის მოშლის, კურორტული ფაქტებით მკურნალობის და სხვა საკითხებზე. ამიერკავკასიაში პირველმა შემოიღო ხელოვნური პნევმოთორაქსით ავადმყოფთა მკურნალობა.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1928 - შრომის გმირი