The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარიამ ელიზბარის ასული მაჩაბელი (მაკა)

დაბადების თარიღი:1892
გარდაცვ. თარიღი:1967  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ქვემო ხვითში (გორის რაიონი). 1917 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. ა. ალადაშვილის მოწაფე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - „მეთამბაქოეთა ფილტვების დამტვერიანების კლინიკა" (1937). საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. მისი შრომები ეხება პროფესიული პათოლოგიის  საკითხებს.