შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნიკოლოზ ივანეს ძე მახვილაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თეთრიწყაროში. ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის და პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის აღზრდილი (დაამთავრა 1914 წელს). გამოჩენილი თერაპევტი. დახელოვნდა დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნების სპეციალიზებულ დაწესებულებებში. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „სისხლის მორფოლოგიური ცვლილებების შესწავლისათვის პელაგრის დროს" (1925). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. იყო შრომის ჰიგიენის და პროფესიულ ავადმყოფობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზატორი, მისი პირველი დირექტორი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის გამგე, ავტორი სახელმძღვანელოსი - შინაგან სნეულებათა პროპედევტიკა და კლინიკური ანალიზი (შესრულებული პროფ. შ. მიქელაძესთან თანაავტორობით) და გამოკვლევების ანკილოსტომიდოზის, პელაგრის, ბრუცელოზის გავრცელებისა და ინვაზირების საკითხების შესახებ საქართველოში. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |