The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ მიხეილის ძე მელიქიშვილი

დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:1937  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:კურორტოლოგი, მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. ვარშავის და იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1900 წელს). დახელოვნდა პეტერბურგის სამეანო-გინეკოლოგიურ ინსტიტუტში პროფ. ოტის ხელმძღვანელობით და აგრეთვე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ქ. თბილისში "ქალაქის კავშირის" 26-ე ლაზარეთის გამგედ, თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების გამგედ, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის ასისტენტად და სხვა. მისი ინიციატივით ქ. შემახში აშენდა ამიერკავკასიაში პირველი ქალაქის სამაზრო საავადმყოფო, თბილისში 1909 წელს დააარსა კერძო სამკურნალო 50 საწოლით და ამბულატორიით (ახლანდელი შეროზიას ქ.). იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, კავკასიის სამედიცინო საზოგადოების აქტიური წევრი, ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა, საქართველოს წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი და წევრი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოების აქტიური წევრი.
  • საქართველოს წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და წევრი.
  • ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების წევრი.
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1906-)