The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ გიორგის ძე მრევლიშვილი

დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1949  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ იყალთოში (თელავის რაიონი). 1902 წელს დაამთავრა იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. პისემსკის მოწაფე. სხვადასხვა დროს იყო თბილისის მეორე დისპანსერის გინეკოლოგიური კაბინეტის გამგე, თბილისის ქალთა მე-16 კონსულტაციის გამგე, კურორტ ახტალის მთავარი ექიმი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი (1912-)