The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მიხეილ იაგორის ძე მზარეულაშვილი

დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:1921  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:დერმატოლოგი, ვენეროლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ახალგორში (დუშეთის რაიონი). ხარკოვის და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტების აღზრდილი (დაამთავრა 1895 წელს). დახელოვნდა მოსკოვის უნივერსიტეტის კანისა და ვენერულ სნეულებათა კლინიკაში და ქ. ვენის დერმატოლოგ-ვენეროლოგიური პროფილის სამკურნალო დაწესებულებებში. იმუშავა სპარსეთში, ბაქოში ნავთის მრეწველთა საავადმყოფოში. რევოლუციამდელ თბილისში ქალთა ათაშანგის საავადმყოფოში. მისი შრომები ეხება კანისა და ვენსნეულებათა კლინიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებს. ის იყო კავკასიის საზოგადოების აქტიური წევრი. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, მისი აქტიური წევრი