The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი

ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი
Date of birth:1 January, 1879
Date of death:15 April, 1933  (at 54 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Ophthalmologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბრეძა, ქარელის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1898 წელს.

მუშაობდა ხარკოვში თვალის სნეულებათა კლინიკაში ორდინატორად; 1901 წელს ჩამოვიდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ჯერ გ. ტარსაიძის მიერ დაარსებულ თვალის სნეულებათა კლინიკაში, ხოლო შემდეგ ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის საავადმყოფოს თვალის სნეულებათა განყოფილების ხელმძღვანელად; 1921 წელს იგი როგორც ამ დარგის ცნობილი სპეციალისტი მიიწვიეს ლექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, 1930 წელს კი აირჩიეს კათედრის გამგედ და მიანიჭეს პროფესორის წოდება; დიდია მისი დამსახურება და ამაგი, როგორც კლინიცისტის, ასევე ახალგაზრდა ოფთალმოლოგების აღზრდაში; იგი ხანგრძლივი მივლინებით მუშაობდა უცხოეთის კლინიკებში და მოწინავე გამოცდილებას ნერგავდა საქართველოში; არის მრავალი მეცნიერული ნაშრომის ავტორი; მან რუსულიდან თარგმნა აგრეთვე სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის; ოფთალმოლოგი. თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კლინიკის პირველი გამგე, თბილისის თვალის სნეულებათა საავადმყოფოს მთავარი ექიმი, საქართველოს ექიმთა საზოგადოების ოფთალმოლოგთა სექციის პირველი თავმჯდომარე. მისი შრომები ეხება ტრაქომას, გლაუკომას და სხვა. 

Member of Organizations

  • საქართველოს ექიმთა საზოგადოების ოფთალმოლოგთა სექციის პირველი თავმჯდომარე.
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1904-)

Bibliography