The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კონდრატ არჩილის ძე მხეიძე

დაბადების თარიღი:1863
გარდაცვ. თარიღი:1926  (63 წლის ასაკში)
კატეგორია:ვენეროლოგი, უროლოგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ მანდიკორში (ტყიბულის რაიონი). 1893 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ვენეროლოგი, უროლოგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი და პირველი ქართველი სანიტარული ექიმი. დახელოვნდა უროლოგიაში - ლონდონის სპეციალიზებულ დაწესებულებებში. სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის მიხეილის საავადმყოფოს ორდინატორად, ბათუმის სანიტარულ ექიმად, ბათუმის საავადმყოფოს ქირურგ-ორდინატორად, განყოფილების გამგედ, მთავარ ექიმად, აჭარის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ, საექიმო ექსპერტიზის უფროსად. მისი შრომები ეხება ვენეროლოგიის აქტუალურ საკითხებს.