| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი გაბრიელის ძე ნიჟარაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი უშგული, მესტიის რაიონი. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია; ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1913 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო ქუთაისის გუბერნიის ცაგერის მაზრაში, სადაც მას მოუსწრო პირველმა მსოფლიო ომმა და გაიწვიეს ჯარში, სადაც მუშაობდა საევაკუაციო ბატალიონის უფროსად და ევალებოდა დაჭრილი მეომრების ჰოსპიტალიზაცია. მან მთელი ომის პერიოდში თურქეთ-რუსეთის ფრონტზე გაატარა და წარმატებული მუშაობისათვის ექვსი სხვადასხვა ორდენით დაჯილდოვდა. ომის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ზემო სვანეთში და მესტიაში, საკუთარ სახლში გახსნა პირველი საავადმყოფო, სადაც ქირურგიულ ოპერაციასაც კი ატარებდა. მისი ძალისხმევითა და მონდომებით მესტიაში, უშგულსა და მულახში გაიხსნა სავადმყოფოები. მიუხედავად ასეთი დამსახურებისა 1937 წელს იგი დააპატიმრეს, მაგრამ ხუთი თვის პატიმრობის შემდეგ სვანი მოსახლეობის აქტიური მოთხოვნით პატიმრობიდან გაანთავისუფლეს და სვანეთში განაგრძო თავის პროფესიული საქმიანობა. 1939 წლიდან 29 წლის განმავლობაში უცვლელად მუშაობდა მესტიის საავადმყოფოში რენტგენის განყოფილების გამგედ. სვანეთში ჯანმრთელობის დაცვის ხაზით თითქმის ნახევარი საუკუნე იმოღვაწა. პირველი სვანი ექიმი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. დიდი დამსახურება მიუძღვის სვანეთში სანიტარული კულტურის შეტანაში.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

