შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ნემსაძე![]()
ბიოგრაფიადაიბადა სოფელ დიდ ჯიხაიშში (სამტრედიის რაიონი). 1909 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადოქტორო სადისერტაციო შრომა - „კორაზოლისა და კარდიამინის მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ექსპერიმენტული მიოკარდიტის დროს" (1941), საკანდიდატო სადისერტაციო შრომა - „მასალები იაპონური სოფორას ფარმაკოლოგიის შესწავლისათვის" (1938). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის ქალაქის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |