The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვლადიმერ ალექსანდრეს ძე ნემსაძე

დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1882
გარდაცვ. თარიღი:9 აპრილი, 1970  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:თერაპევტი, ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ჯიხაიში, სამტრედიის რაიონი.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1909 წელს.

წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისის ქალაქის საავადმყოფოს მთავარ ექიმად; 1944-1970წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა კათედრის გამგე;  შეისწავლიდა კორაზოლისა და კორდიამინის მოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ექსპერიმენტული მიოკარდიტის დროს, იაპონური სოფორას სამკურნალო თვისებებს და სხვა. ავტორია სახელმძღვანელოსი "ბავშვთა ინფექციური სნეულებანი" (1962). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1941), პროფესორი (1946). ექიმი-ინფექციონისტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "მასალები იაპონური სოფორას ფარმაკოლოგიის შესწავლისათვის", დაიცვა 1938 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კორაზოლისა და კარდიამინის მოქმედება გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე ექსპერიმენტული მიოკარდიტის დროს", დაიცვა 1941 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1915-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე