The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბესარიონ იროდიონის ძე ოქროპირიძე

დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:1964  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ტროპიკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. გორში. 1912 წელს დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი ტროპიკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (ხარისხი მიეკუთვნა დისერტაციის დაუცველად - საქართველოში მალარიის ლიკვიდაციაში დიდი დამსახურებისთვის). დოცენტი (1935). შესრულებული აქვს შრომები ლეიშმანიოზზე, ბრუცელოზზე, სპრუზე და სხვა ტროპიკულ ავადმყოფობებზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1914-)