The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ პავლეს ძე რუხაძე

დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1936  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ტროპიკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ქვიტირში (წყალტუბოს რაიონი). 1906 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ტროპიკოლოგ-მალარიოლოგი. შრომის გმირი (1933). დახელოვნდა იტალიაში (1925), საიდანაც ჩამოიტანა 153 ცალი თევზი - გამბუზია. დიდი ღვაწლი მიუძღვის აფხაზეთში მალარიასთან ბრძოლის ღონისძიებათა გატარებაში. მნიშვნელოვანია მისი შრომები მალარიის დიაგნოსტიკის, მკურნალობის, კლინიკის და პროფილაქტიკის საკითხებზე, რომელნიც ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, იტალიურ ენებზე. მისი ინიციატივით აფხაზეთის ცენტრალურ სამალარიო სადგურის ბაზაზე დაარსდა ტროპიკული ინსტიტუტი, რომლის დირექტორადაც თვითონვე იყო. მისი თაოსნობით საბჭოთა კავშირში პირველად შეიქმნა საბონიფიკაციო საქმე, მან პირველმა გამოსცა წიგნი "ბონიფიკატორის ცნობარი" (1933).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1933 - შრომის გმირი

ბიბლიოგრაფია