The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



აპოლონ ლუკას ძე ტყემალაძე

დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:1938  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ჭილოვანში (ჭიათურის რაიონი). 1911 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. თერაპევტი, ფარმაკოლოგი. სხვადასხვა დროს მუშაობდა დაბა ხაშურში საავადმყოფოს ორდინატორად, სურამის სანატორიუმის ექიმად, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის ასისტენტად, ამიერკავკასიის რკინიგზის სამედიცინო სამსახურის მთავარ ექიმად. იყო მკურნალი ექიმი ვაჟა-ფშაველას, ლესია უკრაინკას, სერგო ორჯონიკიძის, პაპულია ორჯონიკიძის, ფილიპე მახარაძის, მიხა ცხაკაიას, ბესო ლომინაძის, ლევან ღოღობერიძის და სხვების.