The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კლავდი აბესალომის ძე ტყემალაძე

დაბადების თარიღი:1886
გარდაცვ. თარიღი:1957  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ბაჯითში (საჩხერის რაიონი). 1914 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - „ექინკოკოზი, მისი ეტიოლოგია, გავრცელება, სიმპტომატოლოგია, კლინიკა და კურნალობა" (1937). თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის დოცენტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი.