The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კონსატანტინე თომას ძე ტყეშელაშვილი

დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1965  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:დერმატოლოგი, ვენეროლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ზესტაფონში. 1908 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სადისერტაციო შრომა - „ათაშანგის ადრეული და წარმატებით მკურნალობის საფუძვლები" (1941). თბილისის რკინიგზის ვენდისპანსერის უფროსი, ერთ დროს საქართველოს საბუნებისმეტყველთა და ექიმთა სამედიცინო საზოგადოების გამგეობის წევრი და მდივანი. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბუნებისმეტყველთა და ექიმთა სამედიცინო საზოგადოების გამგეობის წევრი და მდივანი.
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)