The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



აბგარ გრიგოლის ძე ფანიაშვილი

დაბადების თარიღი:1853
გარდაცვ. თარიღი:1910  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. დუშეთში. ხარკოვის და მოსკოვის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1879 წელს). პროფ. გ. ზახარინის მოწაფე. სხვადასხვა დროს იყო მიხეილის საავადმყოფოს, ლეჩხუმ-სვანეთის, შორაპნის, სენაკის, რაჭის, ზუგდიდის მაზრის ექიმი. ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება მუხას მინერალური წყლის (ლუგელას) სამკურნალო თვისებებს და გამოიყენა მკურნალობის მიზნით. დიდია მისი ღვაწლი ქუთაისის გუბერნიაში ყვავილის ეპიდემიასთან (1883-1885) ბრძოლის საქმეში.