შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ივანე სიმონის ძე ფრანგულიანი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1913 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. რევოლუციის აქტიური მონაწილე. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის ქალაქის საავადმყოფოს ორდინატორად, ამიერკავკასიის მინერალური წყლების კურორტების პოლიტიკურ კომისრად, საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული განყოფილების გამგედ, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისრის, შემდეგ მინისტრის მოადგილედ, საქართველოს მთავარ სახელმწიფო ინსპექტორად. მრავალი წლის მანძილზე იყო საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სპეციალური სამკურნალო-სანიტარული სამმართველოს უფროსი. 1905 წელს, 17 წლის ჭაბუკი, ქუთაისის გიმნაზიის მოწაფე ივანე სიმონის ძე ფრანგულიანი შევიდა სოციალ-დემოკრატიულ (ბოლშევიკურ) პარტიაში. იგი მონაწილეობას ღებულობდა წრეების მოწყობაში ქუთაისის სასწავლებელთა მოწაფეებში შორის, ადგილობრივი გარნიზონის ჯარისკაცთა შორის ავრცელებდა არარეგალურ ლიტერატურას. 1906 წელს ამხ. ფრანგულიანი გარიცხეს გიმნაზიიდან და მხოლოდ 1907 წელს მოახერხა აღდგენილიყო. მისი მამა - ფოსტა-ტელეგრაფის მუშაკი - აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ მოძრაობაში და 2 წელი გაატარა ქუთაისის საპყრობილეში. ამხ. ფრანგულიანი ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ გადავიდა მოსკოვს, სადაც იგი ირიცხებოდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა ბოლშევიკური ფრაქციის წევრად, ხოლო 1910 წელს - საგაფიცვო რევოლუციური კომიტეტის წევრად. რევოლუციური მოღვაწეობისათვის ივანე სიმონის ძე დააპატიმრეს და პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ. 1913 წელს ამხ. ფრანგულიანმა დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტი და ექიმად დაიწყო მუშაობა სოხუმის ქალაქის საავადმყოფოში, შემდეგ გადავიდა მოსკოვში და მუშაობდა მოსკოვის უნივერსიტეტის კლინიკაში. 1914 წელს იგი მობილიზებულ იქნა მეფის მთავრობის მიერ და გაიგზავნა დასავლეთის ფრონტზე მე-19 მსროლელთა პოლკის უმცროს ექიმად. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ამხ. ფრანგულიანს არჩევითი თანამდებობები ეკავა არმიაში. ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ ივანე სიმონის ძე აწყობს მფრინავ სამედიცინო რაზმს, ხოლო შემდეგ მოხალისედ გადადის მოსკოვის სამხედრო ოლქის მფრინავ რაზმში. მალე, ამხ. ფრანგულიანი ინიშნება პარტიზანული არმიის სანიტარული ნაწილის უფროსად ვოლგის რაიონში, ხოლო რამდენიმე ხნის შემდეგ XIII არმიის სანიტარული ნაწლის უფროსად. ამხ. ფრანგულიანი აქტიურ მონაწილეობას იღებდა კონტრრევოლუციასთან ბრძოლაში. 1921 წელს იგი დაინიშნა საქართველოს სს რესპუბლიკის ჯანსახკომის კოლეგიის წევრად, 1825 წლიდან ივანე სიმონის ძე სამკურნალო კომისიის (სპეცსამსან სამმართველო) თავმჯდომარეა. ამ თანამდებობაზე იგი მუშაობდა და ამავე დროს საქართველოს სს რესპუბლიკის ჯანსახკომის მოადგილედ და რესპუბლიკის მთავარ სანიტარულ ინსპექტორადაც ითვლებოდა. ამხ. ფრანგულიანი არაერთხელ ყოფილა არჩეული საქართველოს სს რესპუბლიკის ცაკის წევრად, თბილისის საბჭოსა და საკ.კ.პ. (ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის სარევიზიო კომისიის წევრად. კუშჩის N72 საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ამხ. ი.ს. ფრანგულიანი საქართველოს სს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |