The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი მიხეილის ძე ღოღობერიძე

დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:1933  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი, სამხედრო ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ გოჩა ჯიხაიშში (წულუკიძის რაიონი). 1898 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. იასინსკის მოწაფე. სხვადასხვა დროს იყო სამხედრო ექიმი, ოლღას სახელობის სამეანო-გინეკოლოგიური ინსტიტუტის ორდინატორი, თბილისის ქალაქის I საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების ორდინატორი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)