The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ევგენი ლუკას ძე შალამბერიძე

დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1955  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ქუთაისში. ტომსკისა და ხარკოვის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1911 წელს). პროფ. ი. თიკანაძის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „სიმპატიკური და პარასიმპატიკური ნერვული სისტემის ზოგიერთი კვანძის პათომორფოლოგიური ცვლილება კასტრაციის შემდეგ" (1930). პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის გამგე.