The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვსესლავ ვლადიმერის ძე შენგელიძე

დაბადების თარიღი:1866
გარდაცვ. თარიღი:1927  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:პედიატრი, სამხედრო ექიმი

ბიოგრაფია

1892 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. დახელოვნდა  პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის პედიატრიის კლინიკაში. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „ძუძუს ბავშვებს შორის შუა ყურის ჩირქოვანი ანთების პათოგენეზი" (1898). სხვადასხვა დროს მუშაობდა ყაზანის, ვიატკის გუბერნიებში, ვარშავის სამხედრო ჰოსპიტლის ორდინატორად, თბილისში კავკასიის ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში, თბილისის საბავშვო სახლის პედიატრ- კონსულტანტად. იყო ვარშავის უნივერსიტეტთან არსებული რუს ექიმთა საზოგადოების წევრი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ვარშავის უნივერსიტეტთან არსებული რუს ექიმთა საზოგადოების წევრი