The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სიმონ ალექსის ძე ჩიქოვანი

დაბადების თარიღი:1889
გარდაცვ. თარიღი:1970  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ გორდში (წულუკიძის რაიონი). 1914 წელს დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის საქალაქო საავადმყოფოს მთავარ ექიმად, მისი ინიციატივით დაარსებულ ქუთაისის ფიზიოთერაპიული საავადმყოფოს მთავარ ექიმად.