The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვარლამ პავლეს ძე მოსეშვილი

ვარლამ პავლეს ძე მოსეშვილი
დაბადების თარიღი:1871
გარდაცვ. თარიღი:1943  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ გუბისწყალში (წყალტუბოს რაიონი).

1898 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი.

1910-1911წწ. მივლინებული იყო პარიზში. 1918 წელს აირჩიეს ხარკოვის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის პროფესორად. 1918 წელს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ ქართული უნივერსიტეტის პროფესორად მოიწვია. 1918-1919წწ. ასრულებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობას. 1920 წელს არჩეულ იქნა ფარმაციის კათედრის გამგედ, ხოლო მოგვიანებით სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად. 1930-1943წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრას. იკვლევდა სანარკოზო ნივთიერებების მოქმედებას, მცენარეული წარმოშობის სამკურნალო ნივთიერებების გავლენას გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემებზე და სხვა. დაწერა ზოგადი ფარმაკოლოგიის სახელმძღვანელო. ფარმაკოლოგი.

პროფ. ი. პოპოვის მოწაფე. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Материалы о фармакологии невронала и др.“ (1908). პროფესორი, საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიის კათედრის ორგანიზატორი და პირველი გამგე, სამედიცინო ფაკულტეტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თბილისის ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტის ფარმაკოლოგიისა და ტოქსიკოლოგიის კათედრის გამგე.

ბიბლიოგრაფია