შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ნათიშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1906 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პირველი ქართველი ანატომი. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „К морфологии coecum и colon детей 1 года жизни“ (1916). პროფესორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, თეორიული მედიცინის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი საქართველოში, ქართული მეცნიერული ანატომიური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი დეკანი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმული ანატომიის კათედრის გამგე, მანვე შექმნა პლასტიკური ანატომიის კათედრა სამხატვრო აკადემიაში (1924), შინაურ ცხოველთა ანატომიის კათედრა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში (1932), ანატომიის კათერდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. 1946 წელს ორგანიზება გაუკეთა და სათავეში ჩაუდგა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც 1959 წ-დან ატარებს მის სახელს. პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი ანატომიაში, ნორმული ანატომიის ქართული ტერმინოლოგიის აღმდგენი, დამდგენი და დამმუშავებელი და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო შრომა, მნიშვნელოვანია მისი შრომები ტვინის მორფოლოგიის, ადამიანის მსხვილ ნაწლავთა ანატომიის, საქართველოს მოზარდი თაობის ფიზიკური განვითარების და სხვა საკითხებზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |