The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ნათიშვილი

ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ნათიშვილი
დაბადების თარიღი:15 მაისი, 1878
გარდაცვ. თარიღი:3 მაისი, 1959  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ანატომი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1906 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პირველი ქართველი ანატომი. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „К морфологии coecum и colon детей 1 года жизни“ (1916). პროფესორი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, თეორიული მედიცინის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი საქართველოში, ქართული მეცნიერული ანატომიური სკოლის ფუძემდებელი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი დირექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი დეკანი, თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდგომში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმული ანატომიის კათედრის გამგე, მანვე შექმნა პლასტიკური ანატომიის კათედრა სამხატვრო აკადემიაში (1924), შინაურ ცხოველთა ანატომიის კათედრა ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში (1932), ანატომიის კათერდა ფიზკულტურის ინსტიტუტში. 1946 წელს ორგანიზება გაუკეთა და სათავეში ჩაუდგა ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტს, რომელიც 1959 წ-დან ატარებს მის სახელს. პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი ანატომიაში, ნორმული ანატომიის ქართული ტერმინოლოგიის აღმდგენი, დამდგენი და დამმუშავებელი და სხვ. გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო შრომა, მნიშვნელოვანია მისი შრომები ტვინის მორფოლოგიის, ადამიანის მსხვილ ნაწლავთა ანატომიის, საქართველოს მოზარდი თაობის ფიზიკური განვითარების და სხვა საკითხებზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საკავშირო საზოგადოების გამგეობა, წევრი (1949-1959)
  • თბილისის ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1952-1959)
  • ნთროპოლოგთა და ეთნოლოგთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1924-)
  • საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, თავმჯდომარე (1926-1932)
  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-1959)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1951 - ლენინის ორდენი
  • 1946 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1940 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია