The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თედორე საყვარელის ძე ცხომელიძე

დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1952  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:სტომატოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ბასილეთში (ჩოხატაურის რაიონი). სტომატოლოგ ნ.ი. კამაევთან და ჰეინესთან შეისწავლა კბილის ტექნიკოსობა. სპეციალური გამოცდების ჩაბარების შემდეგ ქ. ხარკოვში მიიღო დენტისტის წოდება. იყო პირველი ქართველი კბილის ტექნიკოსი. მუშაობდა საქართველოს სსრ ჯანსახკომთან არსებულ სპეციალურ სამკურნალო კომისისაში, თბილისის საბჭოს აღმასკომის ჯანგანყოფილებაში, მეორე სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში კონსულტანტად და სხვ.