The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



კონსტანტინე ივანეს ძე ტატიშვილი (ტატიევი)

დაბადების თარიღი:1893
გარდაცვ. თარიღი:1963  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი-კრიმინალისტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ფოთში. 1917 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი სასამართლო ექიმი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „Материалы к судебномедицинскому изучению огнестрельных повреждении“ (1937). პროფესორი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის და კრიმინალისტიკის ორგანიზატორი აზერბაიჯანში. სხვადასხვა დროს იყო აზერბაიჯანის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის, შემდეგ სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასამართლო მედიცინის კათედრის ორგანიზატორი და გამგე (1921-1939), ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის სასამართლო მედიცინის კათედრის გამგე (მოსკოვი 1939-1940, 1948-1963), სსრკ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სასამართლო მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი (1939-1952), ი. ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის კათედრის ლექტორი (1942-1956). მის კალამს ეკუთვნის 3 სახელმძღვანელო სასამართლო მედიცინის დარგში (ექიმებისა და იურისტებისათვის). საზოგადო მოღვაწე - იყო აზერბაიჯანის და რსფსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი, მოსკოვის სასამართლო მედიკთა და კრიმინალისტთა საზოგადოების თავმჯდომარე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოსკოვის სასამართლო მედიკთა და კრიმინალისტთა საზოგადოება, საზოგადოების თავმჯდომარე.