The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვასილ გიორგის ძე წერეთელი

ვასილ გიორგის ძე წერეთელი
დაბადების თარიღი:1862
გარდაცვ. თარიღი:1938  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ცხრუკვეთში (ჭიათურის რაიონი). 1899 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საზოგადლო მოღვაწე. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჭიათურის საავადმყოფოს გამგედ, ექიმად - თბილისის მიხეილის საავადმყოფოში, ქუთაისში, ზესტაფონში, ბათუმში, თიანეთში, სიღნაღში, რაჭაში. იყო რევოლუციური ორგანიზაციის „Народная воля“-ს წევრი, ეწეოდა პუბლიცისტურ და სამწერლო მოღვაწეობას. იყო ბათუმში „Черноморский вестник“-ის და თბილისში "ჯანსახკომის მოამბის" რედაქტორი. გამოსცა სამეცნიერო და ფილოსოსფიური ტერმინოლოგია ქართულ ენაზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1913-)