The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი

მიხეილ დოროთეს ძე წინამძღვრიშვილი
დაბადების თარიღი:1882
გარდაცვ. თარიღი:1956  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი, კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა დაბა სურამში. 1910 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი-კარდიოლოგი. მედიცინის დოქტორი, სადისერტაციო შრომა - „მასალები ქონდროიტინ-გოგირდმჟავას ქიმიისა და შარდში აღმოჩენის შესახებ მუცლის ტიფის დროს" (1921). პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის გამგე, თერაპიული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კარდიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზატორი, მისი პირველი დირექტორი, პირველი ქართული სახელმძღვანელოს ავტორი შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკაში. მნიშვნელოვანია მისი შრომები გულ-სისხლძარღვთა ავადმყოფობათა შესახებ.

მ. წინამძღვრიშვილი დაჯილდოებულა შრომის წითელი დროშის ორდენით, მედლით 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის და სამკერდე ნიშნით "ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული". მ. წინამძღვრიშვილი იყო საქართველოს სსრ მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუატატი.


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სამკერდე ნიშნით "ჯანმრთელობის დაცვის წარჩინებული"
  • მედლით 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის
  • შრომის წითელი დროშის ორდენი