The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი კონსტანტინეს ძე ჭოღოშვილი

დაბადების თარიღი:1874
გარდაცვ. თარიღი:1958  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ მესხეთში (წყალტუბოს რაიონი). 1898 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სამედიცინო დახმარებას უწევდა დასავლეთ საქართველოს რაიონების მოსახლეობას (1899-1907), რევოლუციონერი - ნასაკირალის აჯანყების მონაწილე. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო პარიზის მოხალისე ჯარისკაცთა ჰოსპიტლის - "Majestic"-ის ექიმი. ფრანგ ფსიქიატრთა საზოგადოების პრეზიდენტის კოსას დავალებით ასრულებდა ფრანგულ სამედიცინო ჟურნალში ბიბლიოგრაფიულ და სარეცენზენტო მუშაობას. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1906-)