The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სევერიან კონსტანტინეს ძე ჭოღოშვილი

დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:1960  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ბზვანში (ვანის რაიონი). 1905 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იყო სალობელიაკის (რსფსრ) საერობო საავადმყოფოს გამგე (1905-1906), ყარსის ოლქის არტაანის მაზრის (ამჟამად თურქეთში) საავადმყოფოს გამგე (1907-1909), შორაპნის მაზრის, ხოლო შემდგომში საჩხერის რაიონის საავადმყოფოს გამგე (1909-1940), თბილისის ქალაქის მე-14 პოლიკლინიკის ექიმი (1940-1947), აკაკი წერეთლის პირადი მკურნალი ექიმი. მისი შრომები ძირითადად ეხება საქართველოს კურორტებსა და მათი კეთილოწყობის საშუალებებს.