შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
სიმონ ივანეს ძე ხეჩინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. ახალციხეში. 1884 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. გამოჩენილი თერაპევტი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი. პროფ. გ. ზახარინის მოწაფე. დახელოვნდა საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის ქალაქის ამბულატორიის, გიმნაზიის ექიმი, ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე, ქუთაისის გუბერნიის ღარიბ სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარე, მისი ინიციატივით (დ. ნაზარიშვილთად და გ. გოკიელთან ერთად) ქუთაისში აშენდა 250 საწოლიანი საავადმყოფო. უსასყიდლოდ მკურნალობდა ქუთაისის თეატრის დასს, გურიის და სამეგრელოს მოსახლეობას, კითხულობდა კულტ-საგანმანათლებლო ლექციებს სამედიცინო თემებზე, რომლებიც ხშირად იბეჭდებოდა საქართველოს სხვადასხვა გაზეთებსა და ჟურნალებში. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |