The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ივლიანე გაბრიელის ძე ხოფერია

დაბადების თარიღი:1864
გარდაცვ. თარიღი:1939  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მეან-გინეკოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ შხეფში (ცხაკაიას რაიონი). 1891 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფ. ვ. სნეგირიოვის მოწაფე. დახელოვნდა ბერლინში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქ. ქუთაისში, ს. თოფურიას კერძო საავადმყოფოში, სოფ. ნაოღალევის ქსენონის გამგედ, სენაკის საავადმყოფოს გამგედ, მისი ინიციატივით გაიხსნა სენაკის სამაზრო საავადმყოფო. რევოლუციის მონაწილე, საზოგადო მოღვაწე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრი (1913-)