The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერი

დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:1964  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. ზაქათალაში. 1899 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. დახელოვნდა ავსტრიაში პროფ. აიზელსბერგისა და ნოტნაგელის კლინიკებში, გერმანიაში - პროფ. ბორისა და ბერგმანის კლინიკებში. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფ. კასტორნაიაში (რსფსრ) - საექიმო პუნქტის გამგედ, სიღნაღში - მაზრის და თბილისში ქალაქის ექიმად. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამაზრო განყოფილების (სიღნაღში) თავმჯდომარე. მისი ინიციატივით სიღნაღში გაიხსნა წიგნის მაღაზია, დაარსდა სასოფლო-სამეურნეო ბანკი, ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილება. იყო ილია ჭავჭავაძის პირადი მკურნალი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სამაზრო განყოფილების (სიღნაღში) თავმჯდომარე (1910-)