The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



იუსტინე ივლიანეს ძე ჯანელიძე

დაბადების თარიღი:1883
გარდაცვ. თარიღი:1950  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. სამტრედიაში. ხარკოვის და ჟენევის უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტის აღზრდილი (დაამთავრა 1909 წელს). სახელმწიფო გამოცდები ჩააბარა მოსკოვის უნივერსიტეტში 1910 წელს. გამოჩენილი ქირურგი. პროფ. ნ. ველიამინოვის სკოლის წარმომადგენელი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, სოციალისტური შრომის გმირი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სამედიცინო სამსახურის გენერალ-ლეიტენანტი, საბჭოთა სამამულო ქირურგიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირში ფილტვების ქირურგიის ფუძემდებელი.

სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), რუსეთის  მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1936 წ), 1905 წელს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის ხარკოვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო შვეიცარიაში. 1910 წელს მიიღო მოსკოვის უნივერისტეტის დიპლომი. 1921 წლიდან პეტროგრადის სამედიცინო ინსტიტუტის პროფესორი, 1939 წლიდან კი სამხედრო საზღვაო ფლოტის მთავარი ქირურგი იყო. მისი ძირითადი შრომები ეხება გულისა და სისხლძარღვების ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, გადაუდებელი და სამხედრო-საველე ქირურგიის პრობლემებს. 1913 წელს ჯანელიძემ, პირველად მსოფლიოში წარმატებით გაკერა ასწვრივი აორტის ჭრილობა. 1947 წელს აირჩიეს ქირურგთა საკავშირო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ. 1949 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია უმაღლესი ორდენებითა და მედლებით.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1949 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • სოციალისტური შრომის გმირი