The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სპირიდონ გიორგის ძე ჯაფარიძე

დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1943  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ველეთში (ონის რაიონი). 1903 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. საქართველოს სსრ დამსახურებული ექიმი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ყაზანის, შუშას, კარიაგინის, ზანგეზურის მაზრების ექიმად, ქ. ელიზავეტპოლში (ახლანდელი კიროვაბდი) ქალაქის ექიმად, თბილისის სამხედრო ჰოსპიტალში ორდინატორად, თბილისის ქალაქის მე-4 პოლიკლინიკაში მთავარი ექიმის მოადგილედ. დიდი მუშაობა გასწია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქოლერის ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში (1904-1905).