The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო კარანაძე

ნინო კარანაძე
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1957  (66 წლის)
კატეგორია:ოფთალმოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1964-1974 წლებში სწავლობდა ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. 53-ე საშ. სკოლაში. 1974-1980 წლებში სწავლობდა თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტში. 1980-1983 წლებში გაიარა ასპირანტურა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტსა და მოსკოვის ჰელმჰოლცის სახელობის თვალის სნეულებათა ინსტიტუტში. 1983-1986 – თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს თვალის განყოფილებაში ექიმი-ორდინატორი, 1983-1986 – თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1987 -2006 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი, 1987 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, 2006 წლიდან დღემდე არის თსსუ მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მართვის უფროსი სპეციალისტი, 2006 წლდან დღემდე არის თსსუ მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს წევრი. არის 50 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი. 2010 წლიდან დღემდე არის თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. პედაგოგიური სტაჟი: 27 წელი. 1987 წლიდან დღემდე. კლინიკური გამოცდილების სტაჟი: 34 წელი 1980 წლიდან დღემდე. ამჟამად არის Baltic Clinic-ის ექიმი-კონსულტანტი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია, წევრი

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა
    მისამართი:თბილისი, გუდამაყრის ქ. 4
    ტელეფონი:(995 32) 261 01 01
  • სამსახური
    ლაიონსების თვალის კლინიკა
    მისამართი:ქ. თბილისი, გ. გეგეჭკორის ქ. 3
    ტელეფონი:0322 24 01 14
  • სამსახური
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
    მისამართი:ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 33