The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ჯანო ვალიშვილი

ჯანო ვალიშვილი
დაბადების თარიღი:13 მაისი, 1939
გარდაცვ. თარიღი:22 მარტი, 2015  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:ნევროლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1963-1966 წლებში - ჯავის რაისაავადმყოფო - თერაპევტი, 1966-1969 წლებში - სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასპირანტი, 1969-1971 წლებში - რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო - ორდინატორი, 1971-1991 წლებში - ამავე კათედრის ასისტენტი. 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის დოცენტი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი. 1971 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - ”ნერვ-კუნთოვანი აპარატის ელექტროფიზიოლოგია პერიფერიული მოტონეირონის დაზიანების დროს”.


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ნევროპათოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი