შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ბიძინა მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. ქუთაისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1966-1969 წლებში - საგარეჯოს რაიპოლიკლინიკის სასწრაფო სამედიცინო დახმარება - ექიმი, 1969-1970 წლებში - საქართველოს ჯანდაცვის სამ. IV მთავარი სამმართველო - ექიმი-თერაპევტი, 1970-1973 - სან. კავშ. სამ. აკადემიის ალერგოლოგიის ლაბორატორია (მოსკოვი) - ასპირანტი, 1973-1974 - საქართველოს ჯანდაცვის სამ. კურორტ. ინსტ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1974 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრის ასისტენტი. თსსუ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. იგი არის 48 სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის 10 მონოგრაფიის და სახელმძღვანელოსი, რომლებიც ეხება ალერგიული დაავადებების ეპიდემიოლოგიის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის საკითხებს, სოკოვან ალერგიას და ა.შ.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ალერგიული დაავადების გავრცელება მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ზოგიერთ საფეიქრო მრეწველობის დაწესებულების მუშებსა და მოსამსახურეთა შორის", დაიცვა 1974 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |