The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რემა ღვამიჩავა

რემა ღვამიჩავა
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1961  (62 წლის)
კატეგორია:ონკოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო ფაკულტეტი. 1985-1986 წლებში - ონკოლოგიის (თბილისის)სამეცნიერო ცენტრის კლინიკური ორდინატორი, 1986-1989 წლებში საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი, 1989-1992 წლებში - თბილისის ო.ს.ც. ორდინატორი, 1992-1995 წლებში - ო.ს.ც. პროექტ. განყოფილების უფროსი მეცნიერ-მიშაკი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კომპრესული და ხელით ჩამოყალიბებული ანასტომოზების შედარებითი დახასიათება კოლაქანის კიბოს ქირურგიული მკურნალობის დროს", დაიცვა მოსკოვში 1998 წელს. ამჟამად: ონკოპრევენციის ცენტრის დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, კოლორექტალური ქირურგი. სამუშაო ადგილი - პალიატიური კლინიკა - ჰოსპისი. ავტორია 60-მდე სამეცნიერო სტატიის ქართულ და უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებში. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • European Association of Medical Oncology (ESMO)
  • American Association Against Cancer American Collage of Surgeons Association of Colorectal Surgeons of USA
  • European School of Oncology (ESO)
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია, ასოციაციის წევრი
  • საქართველოს ონკოლოგთა ასოციაცია , ასოციაციის წევრი
  • საქართველოს პროფესიული კავშირები, წევრი
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, ასოციაციის წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი და ვერცხლის მედალის მფლობელი სამეცნიერო ნაშრომისათვის - “ონკოლოგია”.
  • აშშ ქირურგთა კოლეჯის საერთაშორისო სერთიფიკატი
  • რეკონსტრუქციული ქირურგიის კონფერენციის დიპლომი
  • შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ონკოლოგთა კონფერენციის დიპლომი

ბიბლიოგრაფია