The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვლადიმერ ყაფლანის ძე ჟღენტი

ვლადიმერ ყაფლანის ძე ჟღენტი
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1891
გარდაცვ. თარიღი:25 ივლისი, 1972  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

ქართველი პათოლოგ-ანატომი, პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950).

დაიბადა 1891 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ფიჩხისჯვარში. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს.

1922–1972 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პათანატომიის კათედრის გამგე. დააარსა პათოლოგ-ანატომიის კათედრები ზოოვეტსა (1932–1946) და თბილისის ექიმთა დახელოვნების (1935–1947) ინსტიტუტებში, ასევე სასამართლო მედიცინის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1925), რომელსაც თავადვე განაგებდა. 1932–1959 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1945 წლიდან – პრორექტორი.

ჟღენტი შეისწავლიდა ინფექციურ სნეულებებს, ონკოლოგიის, კარდიოანგიოპათოლოგიის, გერონტოლოგიის, ასევე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებს. მან ქართულ ენაზე შეადგინა პათოლოგიური ანატომიის პირველი სახელმძღვანელოები, მანვე დააარსა საქართველოს პათოლოგ ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება, რომელსაც ჟღენტის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა.


ბიბლიოგრაფია