შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ალექსანდრე ზაქარიას ძე თელია (დავით)![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1971 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მე-60 საშუალო სკოლა. 1972-78 წლებში სწავლობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში პედიატრიულ ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გაიარა კლინიკიური ინტერნატურის და ორდინატურის კურსები ამავე ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ სწავლობდა ასპირანტურაში ალერგოლოგიის კათედრაზე. 1978-1979 წლებში -ქ. თბილისის II საავადმყოფო - ინტერნატურა, 1979-1981 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრის ორდინატორი, 1981-1984 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრა - ასპირანტი, 1984-1994 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ალერგოლოგიის კათედრა - ასისტენტი. ასპირანტური დამთავრების შემდეგ, 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1993 წელს სადოქტორო დისერტაციები. 1994 წლიდან 1996 წლამდე მუშობდა ალერგოლოგიის კათედრის დოცენტის, 1996 წლიდან პროფესორის, ხოლო 2001 წლიდან კათედრის გამგის თანამდებობებზე. 2003-2005 წლებში იყო ექსპერიმენტული და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 2005-2006 წლებში სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი. ამჟამად არის თსსუ შინაგან სნეულებათა N2 დეპარტამენტის ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი. კლინიკური საქმიანობას ეწევა ალერგოლოგიის, თერაპიის და პედიატრიის მიმართულებით. არის კლინიკური კვლევების წარმოების და მათი ხარისხის შეფასების ექსპერტი. ლექციებს კითხულობს მტკიცებითი მედიცინის და სამედიცინო სტატისტიკის მიმართულებით. 2005 წელს გამოაქვეყნა მტკიცებითი მედიცინის სახელმძღვანელო (ქართულ ენაზე). არის საქ. ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი, საქ. ასთმოლოგთა ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქ. მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული რეგულარული სამეცნიერო კონფერენციების პრეზიდენტი, საქ. მედიკო-ბიოლოგიური სამეცნიერო აკადემიის წევრი, ამერიკის ოჯახის ექიმთა აკადემიის ასოცირებული წევრი. მის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები, ნაშრომები, სახელმძღვანელოები წარმოდგენილია მის პერსონალურ ვებ-გვერდზე www. telia.ge გამოქვეყნებული აქვს 80 სამეცნიერო ნაშრომი. არის 9 საკანდიდატო და ერთი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი. მედიცინის მეცმიერებათა დოქტორი, პროფესორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |