The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მანანა დავითის ასული თაქთაქიშვილი

მანანა დავითის ასული თაქთაქიშვილი
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1945  (78 წლის)
კატეგორია:ფიზიოლოგი/ფიზიო-თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1968 წელს - ბეთანიის სანატორიული სკოლა-ინტერნატის ექიმი, 1968-1972 წლებში - № 1 რესპუბლიკური ბაგა-ბაღის ექიმი, 1972-1981 წლებში - კურორტოლოგიის და ფიზიოლოგიია ს/კ ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-მუშაკი, პედიატრი. 1981 წლიდან ბავშვთა რესპუბლიკური რეაბილიტაციის ცენტრის წყლითა და ტალახით სამკურნალო განყოფილების ექიმ-ბალნეოთერაპევტი. აქვს 3 სამეცნიერო ნაშრომი.