შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მიხეილ ჯაში![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახემწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1987-1988 წლებში იყო - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ბ/ქირ განყოფილების ექიმი-ინტერნი, 1988-1990 წლებში - სამხედრო სავალდებულო სამსახურში - მედ. სამსახურის უფროსი ლეიტენანტი, 1980-1991 წლებში იყო - რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მიმღების განყოფილების ექიმი-ქირურგი, 1991-1994 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის ასპირანტი, 1995 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის ასისტენტი, ზოგადი სპეციალობის, რეზიდენტურის და საწარმო პრაქტიკის დეკანის მოადგილე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ამჟამად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აქვს 9 სამეცნიერო ნაშრომი. საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |