The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი, პედიატრი, რეანიმატოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი, ბავშვთა და მოზარდთა კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგი. 

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ასევე სწავლობდა ბოსტონისა და ბერლინის სამედიცინო სასწავლებლებში. დავით სერგეენკო ბოლო დრომდე, წლების მანძილზე, ხელმძღვანელობდა საჩხერის სამედიცინო ცენტრს. მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია, კრიტიკული მედიცინის დარგში. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

  • 1987 — დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, 1991 წელს - მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - ინტენსიური თერაპიის მიმართულებით.
  • 1995 - 1997 — საქართველოს სპორტის დეპარტამენტი. სამედიცინო სამსახურის უფროსი
  • 1992 - 1993 — საქართველოს შეიარაღებული ძალები. საავიაციო პოლკის ექიმი.
  • 1989 - 1992 — ექიმი-ნეონატოლოგი. რუსთავის სამშობიარო სახლი
  • 1987 - 1989 — ექიმი-ინტერნი , სოხუმის ბავშვთა საავადმყოფო
  • 2002 - 2006 — MediClubGeorgia - სამედიცინო მენეჯერი.
  • 2001 — პედიატრიული კარდიორეანიმაცია. ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფო
  • 1999 — მაისი-ივლისი, ანესთეზია - ინტენსიური თერაპიის კვალიფიკაცია. ბერლინის გულის ინსტიტუტი.
  • 1997 - 2006 — ჯოენის სამედიცინო ცენტრი- ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
  • 2006 - 2012 — საჩხერის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი.
  • 2006— ივლისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი. თბილისი, საქართველო.
  • 2005 — ივნისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პედიატრიაში. თბილისი, საქართველო.
  • 2003 — ოფშორული მედიცინის კვალიფიკაცია. აბერდინი, გაერთიანებული სამეფო.
  • 2012 — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.