The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნათელა გუნია

ნათელა გუნია
დაბადების თარიღი:7 ივლისი, 1941  (82 წლის)
კატეგორია:ალერგოლოგი, თერაპევტი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. მოსკოვში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1965-1966 წლებში იყო ქ. რუსთავის საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტი. 1966-1975 წლებში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1975 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიის კათედრაზე ასისტენტად. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. აქვს 42 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰუმორული და უჯრედული ფაქტორების როლს ბრონქული ასთმის პათოგენეზში. ექიმი–ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებისა და სენსიბილიზაციის ჰემატოლოგიური მაჩვენებლების კვლევა სხვადასხვა ფორმის ბრონქული ასთმის დროს", დაიცვა 1973 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ალერგოლოგთა ასოციაცია, წევრი