შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
რამაზ ყურაშვილი![]()
ბიოგრაფიადაიბადა ქ. თბილისში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1965–1977წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიისა და განყოფილების გამგე; 1977–1987წწ. კარდეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1987 წლიდან არის რესპუბლიკური სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის დირექტორი; 1992 წლიდან საქართველოს დიაბეტის ცენტრის დირექტორი. კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტებში "აიეტი" და "თბილისი". ექიმი-ენდოკრინოლოგი, პროფესორი. არის 300 სამეცნიერო ნაშრომის, წიგნებისა და საგანმანათლებლო ალბომების ავტორი, მათ შორის: "ჩემი წიგნის დიაბეტზე"(1996), "როგორ ვმკურნალობ ჩემს დიაბეტს"(1997), "დიაბეტური ნეიროპათია"(2001), "12 კონსესუსი – ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის და მათი გართულებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მართვა და განათლება"(2000–2003), "ტიპი 1 დიაბეტიანი ბავშვებისა და მოზარდებისათვის"(1998–2009). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |