The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რამაზ ყურაშვილი

რამაზ ყურაშვილი
დაბადების თარიღი:17 იანვარი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:ენდოკრინოლოგი

ბიოგრაფია

დაიბადა ქ. თბილისში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 

1965–1977წწ. იყო თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიისა და განყოფილების გამგე;

1977–1987წწ. კარდეოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე;

1987 წლიდან არის რესპუბლიკური სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის დირექტორი;

1992 წლიდან საქართველოს დიაბეტის ცენტრის დირექტორი. კითხულობს ლექციებს უნივერსიტეტებში "აიეტი" და "თბილისი".

ექიმი-ენდოკრინოლოგი, პროფესორი. არის 300 სამეცნიერო ნაშრომის, წიგნებისა და საგანმანათლებლო ალბომების ავტორი, მათ შორის: "ჩემი წიგნის დიაბეტზე"(1996), "როგორ ვმკურნალობ ჩემს დიაბეტს"(1997), "დიაბეტური ნეიროპათია"(2001), "12 კონსესუსი – ტიპი 1 და ტიპი 2 დიაბეტის და მათი გართულებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა, მართვა და განათლება"(2000–2003), "ტიპი 1 დიაბეტიანი ბავშვებისა და მოზარდებისათვის"(1998–2009).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის დიაბეტის ასოციაციის პროფესიონალური სექცია, წევრი (1997-)
  • ამერიკის კლინიკური ენდოკრინოლოგიის ასოციაცია, წევრი (2004-)
  • დიაბეტის ჟურნალების საერთაშორისო კომიტეტი, წევრი (1997-)
  • დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია, წევრი (1993-)
  • ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოება, წევრი (2004-)
  • ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაცია, წევრი (1996-)
  • ევროპის ნეირო–დიაბის სამუშაო ჯგუფი, წევრი (1993-)
  • თიროიდული ფუნქციების შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია, წევრი (2001-)
  • საქართველოს სამხედრო სამედიცინო აკადემია, წევრი (2000-)
  • შავი ზღვის ქვეყნების დიაბეტის საბჭო, წევრი (1997-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    საქართველოს დიაბეტის ცენტრი
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანას ქ. 5
    ტელეფონი:2 52 79 16